შავი ზღვის უნივერსიტეტს დესისლავა ივანოვა ეწვია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამის, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები