უკრაინაში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კიევში 2011 წელს ჩავიდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის სამართლამდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს, რის შემდეგაც ციკორიძე ქვეყანაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.
ვინაიდან დაკავებულს არ გააჩნია მოქალაქეობა, ის უცხოელების დროებითი მიღების ჩერნიგოვის პუნქტში გადაიყვანეს.
რამაზ ციკორიძის უკრაინიდან გაძევების საკითხი მისი პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები