“ლეოგრანდის” საქმეზე ერთ- ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს
“სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული – გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს”, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, იგი გიორგი მიქელაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.
„ხანძარი ტექნიკის საწყობში არ გაჩენილა, ხანძარი იყო საქვაბეში, რომლის კონტროლიც მას არ ევალებოდა“, – აცხადებს ბოლქვაძე.
როგორც პაატა ბოლქვაძე აცხადებს, დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელებს. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.