თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ის ბიუჯეტში ჩანაწერი, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და მხარდაჭერაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი წელსაც მეორდება. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი პირველად გასულ წელს გაჩნდა და ეს, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, მნიშვნელოვანი ბერკეტი და მხარდაჭერა.

“ეს ჩანაწერი გასულ წელს გაჩნდა კონგრესის მიერ შესაბამის დოკუმენტში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს მეორდება, რადგან ეს უნდა განმეორდეს ყოველ შემდეგ წელს. ნამდვილად გადაწყვიტა კონგრესმა, რომ ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს, აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, რაც ჩვენთვის, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და მხარდაჭერაა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებშიც გადადიოდეს წლიდან წლამდე დოკუმენტებში ეს ჩანაწერი. მიხარია, რომ წელსაც განმეორდა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები