რიკოთზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ საქმე აღძრა

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებით გადაადგილება დროებით აკრძალა.

გზის გახსნამდე მძღოლები ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის საავტომობილო გზით იმოძრავებენ.

ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 150-ე კილომეტრზე, თხევადი გაზის გადამტანი ავტოცისტერნა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები