რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საატზე აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. რის გამოც, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები