რიკოთზე ავტოცისტერნის გადატრიალებით გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

რიკოთზე, სოფელ ხეშვი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თხევადი აირით დატვირთული ცისტერნის გადაბრუნებისგან გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება.

ხანძრის შედეგად ტრაილერს მძღოლი გარდაიცვალა. უსაფრთხოების მიზნით, გზის მიმდებარე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. შსს-ს ცნობით, იქ მოძრაობა მალე აღდგება.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები