ლევან ასაბაშვილი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელს სხვა გზა არ აქვს ბორდში მოსახვედრად

უბრან რეაქტორი ლევან ასაბაშვილი ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის მიმართ გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება, სადაც სახალხო დამცველს საზმაუს ბორდში იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურის წარდგენას სთხოვენ.

„სამოცმა ეთნიკური უმცირესობების კუთხით მომუშავე ორგანიზაციამ მიმართა ლომჯარიას თხოვნით, იზაბელა ოსიპოვა დაესახელებინა საზმაუს ბორდის კანდიდატად, მაგრამ მან ეს წინადადება არ გაითვალისწინა და მაინც თავისი სექტის წარმომადგენელი დაასახელა. ჯერ უბედურება ისაა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელს სხვა გზა არ აქვს ბორდში მოსახვედრად, გარდა სახალხო დამცველისა. ესეც რომ გვერდზე გადავდოთ, თავად ლომჯარიას ლიბერალური დოქტრინის მიხედვით, სახალხო დამცველი ზუსტად ასეთი ჯგუფების – მარგინალიზებული უმცირესობების დამცველი უნდა იყოს. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ის ერთადერთი უმცირესობის დამცველია. ესაა პრივილეგირებულთა უმცირესობა“ – წერს სოციალურ ქსელში ლევან ასაბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები