ირაკლი შოთაძე ტატუნაშვილზე: . რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს იმ პირების ვინაობა, ვინც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება და მის შესახებ ოჯახი ინფორმირებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის და უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენი მოქალაქის. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს იმ პირების ვინაობა, ვინც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ”, – აღნიშნა შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდება ექსპერტიზა, მიიღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები