მამუკა ბახტაძე: დღეს მიღებული კონსტიტუციით, სახელმწიფო ყველაზე მაღალი სტანდარტით იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის განვითარებაზე

 

საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის განვითარების ინტერესზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღება, უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ პროცესს, რადგან მასში მკაფიოდ გამოკვეთილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ქვეყნის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით მიღების შეფასებისას.

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციით განმტკიცებული განაცხადი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რითაც სახელმწიფო ყველაზე მაღალი სტანდარტით იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

„ამავდროულად, ჩვენ კონსტიტუციურ დონეზე ვაფიქსირებთ, რომ დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული ეს პრინციპები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს, ისარგებლონ და ჩაერთონ კონკურენტულ, თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები