შსს-მ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 151 -ე პრიმა მუხლით დაიწყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტოდან აცნობეს, უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით, ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება, ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები