სოფო კილაძე: აუცილებელია, ქვეყანამ ქართული საზოგადოების პოლიტიკური ნება საკანონმდებლო დონეზე გამოხატოს

უმრავლესობის წვერის, სოფო კილაძის განცხადებით, „გირგვლიანის შესწორებებით“ ხაზი გაესვა იმ მიზანს, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანის, ადამიანის ღირსების ხელყოფა მომავალში.

“ღირსება, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ადამიანის უფლებების თავში პირველ ადგილზე განვსაზღვრეთ, არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი და ყველა დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი შემადგენელი.

სამწუხაროდ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც სახელმწიფო არათუ იცავდა ამ უფლებას, არამედ თავად გვევლინებოდა მის უპირველეს ხელმყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა შეიწირეს ახალგაზრდა ადამიანი, სანდრო გირგვლიანი. მისი სიცოცხლის მოსპობა მოხდა სასტიკი მეთოდებით და ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ეს არის კონკრეტული, რეზონანსული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო ადამიანს, როგორც ობიექტს. სამწუხაროდ, ის არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლი იმ განუკითხაობისა, რომელიც ანადგურებდა ადამიანებს, ეპყრობოდა მათ არასათანადოდ.

ასეთ სისტემურ დარღვევებს სჭირდება სისტემური პასუხი. ამდენად, ვფიქრობთ აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე გამოხატოს ქვეყანამ პოლიტიკური ნება ქართული საზოგადოებისა, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც თეორიულად გაბედავენ და მსგავს ქმედებას ჩაიდენენ”,- განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები