„შესაძლებელი იყო საზმაუს სამეურვეო საბჭოში ორპარტიული მხარდაჭერით ორი კანდიდატის გასვლა, თუმცა უმცირესობამ უარი თქვა“

„მე მქონდა წინასწარი კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის  მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ დავუჭირეთ მხარი ჩვენს კანდიდატს და საპარლამენტო უმცირესობამ დაუჭირა მხარი თავის კანდიდატს. ეს იყო სამწუხაროდ, საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ზაზა შათირიშვილის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება.

“თქვენ ნახეთ, რომ  სხვა კანდიდატებმაც მიიღეს ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა ყველაზე მეტი ხმა ზაზა შათირიშვილმა დააგროვა. ეს იყო უმრავლესობის და მისი დეპუტატების გადაწყვეტილება”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები