ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ ეკლესიაში სალოცავად წასული ქართველები, რომლებიც გუშინ დააკავეს, ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი პირი გუშინ დააკავეს.
ორივე მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ოკუპანტება სოფელ აძვიდან მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები