გუდაური-კობის მონაკვეთზე საღამოს 8 საათამდე მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექების შედეგად ზვავსაშიშროებაა რის გამოც, 23 მარტის 17:10 სთ-დან 20:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები