„დამამცირებელია, იმის გამო შეგიყვანონ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ქალი ბრძანდები“

დამამცირებელია, იმის გამო შეგიყვანონ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ქალი ბრძანდები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღების წინააღმდეგია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნებისმიერმა პარტიამ თავად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. „არ შეიძლება საჯარო სამსახურში ადამიანების დაყოფა ასე მოხდეს – ეს ქალია, ის -კაცი, ცოლიანები, უცოლოები, ქუნთრუშებიანი, უქუნთრუშოები. როცა ექიმთან მივდივართ, არ ვკითხულობთ, ქალთან მივდივართ თუ კაცთან, ვკითხულობთ, როგორი კვალიფიკაციის ექიმთან მივდივართ”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქალები პოლიტიკაში გენდერული ნიშნით არ იჩაგრებიან. ,,თუ ქალზე ზრუნვა გვინდა, სხვანაირად ვიზრუნოთ, შევუმციროთ სამუშაო დრო, ხელფასი მოვუმატოთ, თუ დეკრეტში გავლენ, ნუ ვანერვიულებთ, შევუნარჩუნოთ ადგილი, რათა ორ წლამდე ბავშვი ზარდონ. ოჯახსაც მიხედავენ და მეგობრებსაც, კონცერტზეც წავლენ”, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები