პრეზიდენტი მეცნიერისა და მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერისა და მკვლევარის თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარის გამო უთანაგრძნობს.
„მწუხარებას გამოვთქვამ თვალსაჩინო მეცნიერისა და მკვლევარის ქალბატონ თამილა მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონი თამილა თავდადებით ემსახურებოდა ქართულ სიძველეთა მოძიების, ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეს, დიდია მისი წვლილი ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში. ქალბატონი თამილას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ასევე, უცხოური სამეცნიერო წრეებისათვის. ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები