ესპანეთის დელეგაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას INIA-ს კვლევითი ინსტიტუტის (ესპანეთი) წარმომადგენლები  ეწვივნენ და ლაბორატორიის შესაძლებლობებს  გაეცნენ. მათ ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე დაათვალიერეს.

შეხვედრის მიზანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებისა და ესპანელი კოლეგების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.

მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და INIA-ს კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები