ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს – თქვენ მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველებს აერთიანებს

„მთავარი ძალა ხართ, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. არ ვსაუბრობ ახლო წარსულზე, როდესაც საქართველოს ეკლესიამ მთავარი როლი ითამაშა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში“, – ამ სიტყვებით მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
„მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება თქვენი სიტყვები, როდესაც მე პირველად შემოვედი ამ წმინდა სახლში და როდესაც თქვენ მითხარით: „რამდენი ხანი გელოდით აქ“. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ შემხვდეთ, მე კი გპირდებით, რომ მე ყოველთვის ჩამოვალ თქვენს შესანიშნავ ქალაქში, შესანიშნავ ქვეყანაში და თუ ღმერთის და თქვენი ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით. ჩემთვის ეს დიდი სიხარული და დაფასებაა. თქვენ ძალიან პატივსაცემი პიროვნება ხართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში. როდესაც თქვენთან შეხვედრა შემომთავაზეს, მე ვთქვი, თუ თქვენი უწმინდესობა მთავაზობს შეხვედრას და ეს მისთვის დატვირთვა არ არის, მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როგორც სახელმწიფოს მეთაურები ეუბნებიან, ძალიან აქტიურ და საზოგადოებაში პატივსაცემ ცხოვრებას ეწევა.
„ეს ქართველი ხალხის ერთობის ძალიან ძლიერი ვექტორია. თქვენ, ალბათ, მთავარი ძალა ხართ, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. არ ვსაუბრობ ახლო წარსულზე, როდესაც საქართველოს ეკლესიამ მთავარი როლი ითამაშა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ილია მეორესთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ ქართველ და ბელარუსელ ხალხებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, რომელიც, ლუკაშენკოს შეფასებით, ყოველთვის თბილი იყო.
„თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ავაშენოთ ყველაზე თბილი, მეგობრული ურთიერთობები მომავალში უკვე არა ერთ სახელმწიფოში, არამედ სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში – გავაორმაგეთ ტვირთბრუნვა და ვფიქრობ, მომავალ წელს 200 მილიონ დოლარს მივაღწევთ. დავიწყეთ პრაქტიკულად, ნულიდან და შევქმენით ბაზა ჩვენი ურთიერთობებისთვის. თუ თქვენ დაინახავთ ჩვენში რაიმე სასარგებლოს საქართველოსთვის და ჩვენ შეგვიძლია ეს გადმოგცეთ თქვენ, დარწმუნებული იყავით, რომ ამას გავაკეთებთ ისე სწრაფად, რამდენად სწრაფადაც თქვენ მოისურვებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები