გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის კავშირები განსაკუთრებულ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება. ითქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გამყარებასა და სამომავლო ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ძალიან კარგი, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ჰყავს და სწორედ ამიტომ, ურთიერთობის ის სფეროები და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტებით განმტკიცდა, მეტად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

სამუშაო სადილს ალექსანდრე ლუკაშენკოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც ბელარუსის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები არიან, საქართველოს მთავრობის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები