ჭრებალოს ქუჩის მცხოვრებლები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ

გლდანის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებს კომპანია “როუდ სოლუშენი” ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე  გაეცნო.

“ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ ფართობზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ახალი გზა მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. მიმდინარე წელს, ექვს მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განვახორციელეთ, ხოლო ოთხ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ასევე, ლიბანის ქუჩაზე ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ხელშეწყობას მაქსიმალურად ვცდილობთ“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გლდანის რაიონის გამგებელი ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N27 კორპუსის მიმდებარედ, ფიტნეს ზონის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები