გიორგი ჩხეიძე Goût de France-ის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალენ დუკასის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში Goût de France მიიღო მონაწილეობა. ეს არის უნიკალური მსოფლიო ღონისძიება, რომელსაც წელს ქართული რესტორნებიც შეუერთდნენ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესსა  და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ბორდოს რეგიონში თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაორმაგებულია. საფრანგეთის საელჩოს სურვილია, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ღონისძიების Goût de France ფარგლებში, მსოფლიო შეფმზარეულები 5 კონტინენტის 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქალაქეებს „ფრანგულ სტილში“ მენიუს სთავაზობენ. მასში 3 000-ზე მეტი რესტორანი მონაწილეობს.

„საქართველოს და საფრანგეთს ბევრი საერთო გვაქვს ღვინის კულტურის მიმართულებით. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. 2017 წელს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გაიცვალა საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოს შორის. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში – Cité des Civilisations Du Vin, ჩვენი ქვეყანა 4 თვის განმავლობაში გამოფენით „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ იყო  წარმოდგენილი“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები