თამარ კორძაია: რთულად წარმოსადგენია, ოპოზიციამ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება შეძლოს

„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, „რესპუბლიკურ პარტიას“ კანდიდატი არ ეყოლება.
შესაბამისი განცხადება კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, კორძაია თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში განსხვავებული საგარეო პრიორიტეტების, ხედვის მქონე ოპოზიციური პარტიები არსებობენ, მათ ერთიან კანდიდატზე შეჯერება მოახერხონ.
„ჩვენ მკაფიო დამოკიდებულება გვაქვს პროდასავლურ პოზიციასთან, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვთვლით, რომ ნატო და ევროკავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა, არიან პარტიები, რომლებიც ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს. ამ ფონზე ცოტა ძნელი წარმოსადგენია ამ პარტიებს შორის როგორ შეიძლება ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია და ნომერ პირველი ადამიანი იქნება თავდაცვის სფეროში “, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები