გიორგი ტატუნაშვილი: არჩილის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლებას მადლობას ვუხდი

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი მისი შვილის ცხედრის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლებას მადლობას უხდის.
მან თანადგომისთვის მთელ საქართველოს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა პრემიერ-მინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, ჩემი შვილის, ასე ვთქვათ, უკანასკნელი ანდერძია ეს. ძმათა სასაფლაოზე მოგვცეს საშუალება დაკრძალვის. თანადგომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები