კახეთში მანქანა ამობრუნდა – 8 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთში, გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
როგორც „კვირას“ რეგიონული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მომხდარის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულები გურჯაანში „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები