ოკუპანტებმა ეკლესიაში სალოცავად წასული ორი ქართველი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი პირი დააკავეს.
ორივე მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ოკუპანტება სოფელ აძვიდან მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია.
„გიდასტურებთ, რომ მოხდა 2 პირის დაკავება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.