დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გარდაცვლილ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს. მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები