ლევან კობერიძე: თავს უფლება არ მივეცი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მომზადებული რეზოლუციისთვის დამეჭირა მხარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მხარი არ დაუჭირა დღეს მიღებულ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს.
,,რეზოლუციის შინაარსს ვეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებთან ერთად, ვინც რუსეთის ოკუპაციის ფორმით საქართველოს დააკარგვინა ჩვენი ტერიტორიები, და რამაც შედეგად გამოიწვია ისეთი ტრაგედიები, როგორიცაა ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობები, მიღებული არ უნდა ყოფილიყო. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც, როგორც რეჟიმი, უნდა გასამართლდეს ადრე თუ გვიან და “ევროპულ საქართველოს” რეზოლუციას ამ ფორმით მიღებას სწორედ ამიტომ არ დავუჭირე მხარი. ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შემეხო მათ შორის პირადად მეც, რადგან ჩემი სოფელი ლიახვის ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი თამარაშენია და კარგად მახსოვს, 2008 წელს რა მოვლენებიც იყო განვითარებული, რის შედეგადაც ქართული სოფლები საერთოდ დაიცალა იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობისაგან, თავს უფლება არ მივეცი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მომზადებული რეზოლუციისთვის დამეჭირა მხარი”, – განმარტავს ლევან კობერიძე.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები