საქართველოს პრეზიდენტი “ტატუნაშვილი – ოთხოზორიას რეზოლუციას” მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ “ტატუნაშვილი – ოთხოზორიას რეზოლუციას”, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ქვეყნის ერთიანობის მაჩვენებელია.

“ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე. რუსეთი არის ოკუპანტი. მისი პოლიტიკა უკვე ნათელია ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა.

ეს კარგად გახდა ნათელი ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ამაზე მუდმივად აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციაში ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატშიც დაფიქსირდა სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები