მამუკა ბახტაძე: პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის გზაზე

პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად
წარმართვის გზაზე,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„დღეს პარლამენტმა მიიღო ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჩვენი თანამოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები