დიმიტრი ქუმსიშვილი:სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილთან” დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობითთ დამტკიცდა.

„პირველ რიგში, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად ქმედითი და დროული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები