სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძე შეუძლოდ გახდომის გამო გუშინ ბოლომდე ვერ გამოკითხეს და მას სამართალდამცველების კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწევს.

ბრეგაძე საბურთალოზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.

“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები