ბელა ოსიპოვა: ვეცდები სათანადო დონეზე დავაყენო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების საკითხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ბელა ოსიპოვა აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში ეთნიკური უმცირესობების გაშუქების პრობლემის აღმოფხვრაზე იზრუნებს.

„პირველ რიგში ვეცდები სათანადო დონეზე დავაყენო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების საკითხი. მათი კულტურა ადათ-წესები, ცხოვრების წესი, და პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფებს მიეცეთ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე. რუსული პრპაგანდა სხვადასხვა რეგიონსი აქტიურად მუშაობს და არის ინფორმაციული ვაკუუმი, შესაბამისად საზოგადოებრივ მაუწყებეს ევალება, რომ ამ საკითხს მიხედოს და მეც ვეცდები ეს პრობლემა აღმოვფხვრა. აუცილებლად ყურადღებას მივაქცევთ ქვეყნისთვის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანების საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ა.შ.“, – განაცხადა ბელა ოსიპოვამ.

საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი, რომელთა შორის ხუთი აზერბაიჯანელია, მოუწოდებს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინოს.

ამის შესახებ Sputnik Армения-ს კორესპონდენტს ესაუბრა საქართველოში აზერბაიჯანელთა თემის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.

ოსიპოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის მეოთხედ იყრის კენჭს და ყოველ ჯერზე ეთნიკური უმცირესობებისათვის გაუგებარი მიზეზით მისი კანდიდატურა არ მტკიცდება. ომბუდსმენისადმი მიმართვის ავტორების აზრით ეროვნული უმცირესობები საქართველოს ყველა საზოგადოებრივ სტრუქტურაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც.

ლომჯარიამ ამ დღეებში აღნიშნულ პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ფონდი“-ს დირექტორის ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა. მოგვიანებით მან (ზვიად დევდარიანმა) უარი თქვა შეთავაზებაზე.

ბელა ოსიპოვა 9 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულ საინფორმციო სამსახურში კორესპონდენტად მუშაობდა, ხოლო 2007 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის მთავარი სპეციალისტი და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.

„ჩვენ არ ვამახვილებთ ყურაღებას იმაზე, თუ რომელი ეროვნების წარმომადგენელია ბელა ოსიპოვა. ჩვენთვის ის პირველ რიგში პროფესიონალია, რომელიც ჩვენ – ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს გვსურს ვიხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში“ – განაცხადა ზაურ ხალილოვმა.

მისი თქმით, ოსიპოვა ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ერთხმად იქნა არჩეული, ვინაიდან ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სსმ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში) ჟურნალისტად, კარგად ერკვევა თემატიკაში, მუშაობს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ა.შ. ბელა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი და ყველაზე შესაფერი კანდიდატურაა ამ პოსტისათვის, განმარტა ხალილოვმა.

მას არ აფერხებს ის ფაქტი, რომ ოსიპოვა ეთნიკური სომეხია, და ის მხარს უჭერს მის კანდიდატურას საქართველოს აზერბაიჯანელთა თემის სახელით. ხალილოვს მიაჩნია, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ამგვარი კონსოლიდირებული თანამშრომლობის პრეცედენტები, განსაკუთრებით ამ რეგიონში, მრავალი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები