ირაკლი კობახიძე თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამოქალაქეებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან  გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს ზეიმობენ, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ყველას, ვინც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს! ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ  დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები