არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, რომ ხანდაზმული ადამიანებისათვის ღირსეული საპენსიო სტანდარტი უზრუნველყოს, – ამის შესახებ დეპუტატმა საპენსიო რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საპენსიო რეფორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობამ რეფორმის პროექტზე იმუშავა.
“საპენსიო მოდელთან დაკავშირებით ამჟამად, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის სოციალ-დემოკრატებსაც, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასაც აქვს საკუთარი მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, საშვილიშვილო რეფორმა. ამიტომაც, საჭიროა ყველა არგუმენტის შეჯერება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ პენსია როგორც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”, –აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები