კახა კალაძე გენგეგმასთან დაკავშირებით: ჩვენი სამსახურები მუშაობენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

ჩვენი სამსახურები მუშაობენ და უახლოეს მომავალში, როდესაც ვადები ამოიწურება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე აუცილებლად იქნება განხილვები. „გენერალურ გეგმას რაც შეეხება, ჩვენთან შემოვიდა დოკუმენტაცია „სითი ინსტიტუტის“ მხრიდან, ჩვენი სამსახურები მუშაობენ და უახლოეს მომავალში, როდესაც ვადები ამოიწურება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ დოკუმენტთან დაკავშირებით. თუმცა, მანამდე აუცილებლად იქნება განხილვები, ვგულისხმობ საჯარო განხილვებს და ყველას ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს, მიიღოს სწორი ინფორმაცია, ჰქონდეს სრულყოფილი ხელმისაწვდომობა იმ დოკუმენტაციასთან, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ მოამზადა, თუ რა შენიშვნები იყო თავიდან ჩვენი მხრიდან, ეს ყველაფერი იქნება საჯარო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები