სამტრედიასთან ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვია

სამტრედიასთან ახლოს, ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

შემთხვევა 15 მარტს, საღამოს მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეჯახა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები