„დიდუბეში“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროპოლიტენის მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებლის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ასაკის მამაკაცია გარდაცვლილი.
მათივე ცნობით, უბედური შემთხვევის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა შეფერხებულია.
„თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია), მატარებლის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უბედური შემთხვევის გამო, შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი – ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები