ფოტო-ვიდეო ჯარიმებთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

ფოტო-ვიდეო საჯარიმო ქვითრები საჯაროდ გამოქვეყნდა, – შესაბამის ინფორმაციას და ვიდეორგოლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები