ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია, „ფესტივალები განვითარებისთვის“ გაიმართება

ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 14 მარტს, ბათუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ფესტივალები განვითარებისთვის“, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერები მონაწილეობენ. როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციისთვის თვალის დევნება ლაივსტრიმის საშუალებით შესაძლებელია როგორც ბრიტანეთის საბჭოს ფეისბუქ გვერდზე, ისე YouYube-ზე.
კონფერენციის მიზანია ბრიტანული და ქართული გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში, ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ედინბურგის ფესტივალების გაერთიანების შექმნის მიზეზებს და ისტორიას; ასევე ფესტივალებთან თანამშრომლობის წარმატებული ბრიტანული გამოცდილების მაგალითებს, ისეთ საჭირბოროტო საკითხებში, როგორებიცაა ცნობადობის ამაღლება, ფესტივალების როლი ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. განხილული იქნება ერთმანეთთან თანამშრომლობის მიზეზები და სარგებელი პოტენციურ დამფინანსებლებთან თუ სპონსორებთან კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის. ჩვენი სურვილია, წარმოვადგინოთ წარმატებული ქართული ფესტივალების მაგალითებიც.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ბრიტანული ფესტივალების მნიშვნელოვანი ორგანიზატორები და საფესტივალო ქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლები კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ ბრიტანული ფესტივალების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს, წარმატებულ ქეისებს და ინოვაციურ მოდელებს (ედინბურგის ფესტივალების გაერთიანება, ედინბურგის ფრინჯი, ბრაიტონი და ბირმინგემი, გლოსტერი).
საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის და, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევის ამოცანას.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები