სოფო კილაძე: კალაძის გადაწყვეტილება „სითი პარკთან” დაკავშირებით სამართლიანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„მინდა გამოვეხმაურო კახა კალაძის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან” ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გახლავთ იურიდიული პირი, რომელიც წლების მანძილზე არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს. პასუხისმგებლობის დიდი  ნაწილი იმ ქაოსზე, რომელიც გადაადგილების კუთხითაა თბილისში შექმნილი, ეკისრება თავად „სითი პარკს”. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილება პირველ რიგში არის სამართლიანი და ასევე  სწორი სამართლებრივადაც. მჯერა, რომ აღნიშნული ცვლილება დიდ კომფორტს მოუტანს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები