ზაზა გაბუნია: თბილისის მერი მხოლოდ “სითი პარკის” გაშვებაში არ ხედავს გამოსავალს

უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, დადებითად აფასებს.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი მხოლოდ “სითი პარკის” გაშვებაში არ ხედავს გამოსავალს, არამედ ფიქრობს ამ სერვისის უკეთესად ფორმირებაზეც.
“თბილისის მერის დღევანდელი განცხადება მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოცილებულია, არამედ იმიტომაც რომ უკეთესი სერვისის შესახებ ნაფიქრია.
საზოგადოებამ სწორედ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო არა სუბიექტურობის გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ პარკირების სისტემა არაეფექტურად მუშაობდა თბილისში.
მნიშვნელოვანია, რომ მერს და ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ “სითი პარკის” ჰეგემონიის დასრულება არ არის საკმარისი პარკირების საკითხის მოწესრიგებისთვის, არამედ საჭიროა ეფექტური პოლიტიკა ამ სერვისის განვითარებისათვის და მისი ქალაქისა და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმით მიწოდება”, აცხადებს გაბუნია.
კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა , როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები