გუგული მაღრაძე: კარგი იქნება თუ დეპუტატები, პედაგოგები და ჟურნალისტები მეტყველების სავალდებულო კურსს გაივლიან

„კარგი იქნება, თუ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტები და მასწავლებლები წელიწადში ერთხელ მაინც, სპეციალურ სავალდებულო ტრენინგს გაივლიან”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.
მისივე თქმით, მგავსი ტრენინგი პარლამენტარებსაც სჭირდებათ, რადგან გამართული მეტყველების კუთხით პრობლემები მათაც აქვთ.
„ამ ადამიანებს ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამიტომ პირველ რიგში, ისინი თუ გაივლიან მსგავს ტრენინგს და აიღებენ სერტიფიკატს, ძალიან კარგი იქნება. მეტყველების დროს შეცდომები ჩვენც გვიჭირს პარლამენტარებს, ამიტომ დეპუტატებიც, ვინც ხშირად ვჩანვართ მედიაში და მივმართავთ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ მსგავს ტრენინგს გავივლით, რადგან ეს გვჭირდება“, – განაცხადა მაღრაძემ.
აღნიშნული შეთავაზებით უმრავლესობის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა. ალიბეგაშვილის განცხადებით, სკოლებში სწავლების დროს ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა. მისივე თქმით, ხშირად სიტყვების მნიშვნელობის ცოდნის პრობლემაცაა.
„სკოლებში სწავლების დროს მართლაც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა, რასაც შემდგომ ვიღებთ. იგივე პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებთანაც. ამიტომ შეიძლება ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ. ამასთან, აღარ იყოს ტერმინოლოგიის აღრევა. ამას წინათ, ვუყურებდი ჩვენს საამაყო რაგბისტებს და კომენტატორმა აღნიშნა, რომ კრეატიული რაგბისტიაო. აქ სწორედ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნის პრობლემაც არის. ეს სიტყვებით კეკლუცობაა, რაც საბოლოო ჯამში ენას აზიანებს, რადგან იგივე ამ მატჩებს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები