„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შეძენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შეძენის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.
კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგები, სადაც შეფასებულია როგორც ბაზარზე არსებული ვითარება, ასევე კონკურენციის პირობები.
რა ვალდებულებებს დააკისრებს კომუნიკაციების კომისია კომპანიებს აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების სანაცვლოდ, ამის შესახებ კომისიის სხდომაზე დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები