ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს პოლიციაში ოფიციალურად დღეს დაკითხავენ

დღეს, მცხეთა-თიანეთის პოლიციის დეპარტამენტში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ოფიციალურად დაკითხავენ.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
ორივე მათგანი, პოლიციის სამმართველოში წუხელ ღამითაც იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოკითხვა არ მომხდარა. მათ იქ მინისტრთა კაბინეტის წევრები შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები