ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, უბედური შემთხვევის შედეგად, 55 წლის მუშა გარდაიცვალა.
დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს, იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები