პირი, რომელმაც 18 000 ლარის ყალბი 100 ლარიანები გაასაღა, დაკავებულია (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი  პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში  18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები