ძლიერმა ქარმა თბილისში რესტორანს სახურავი გადახადა

თბილისში, დიდ დიღომში, რესტორან „რიტონს“ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, სახურავმა ელექტროგადამცემი ხაზები ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ბრიგადასთან ერთად „თელასის“ თანამშრომლებიც მუშაობენ. სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის გამო, სავარაუდოდ, დიდი დიღმის დასახლებას, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
„კვირა“ რესტორან „რიტონსაც“ დაუკავშირდა. როგორც რესტორანში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ძლიერმა ქარმა რესტორანს სახურავი მოგლიჯა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ელექტროენერგია არ მოგვეწოდება“, – აცხადებენ რესტორანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები