ქუთაისში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა

ქუთაისში, წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი. მათივე ცნობით, ავარიაში სამი მანქანა ფიგურირებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები