თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ინწკირველის, წაღვერის, ქებურიას, ურიდიას, კისისხევის, ძმობის, წრომის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, ინანიშვილის, ასათიანის და მახალდიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ბოჭორიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები